ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ საქასრიას ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგად 3 ჰექტარამდე ტყის მასივი დაიწვა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სახანძრო სამსახურის უფროსის ნიკოლოზ ვეფხვაძის განცხადებით, ცეცხლი ჭიათურის მხარესაც გავრცელდა, თუმცა იგი ამდროსთვის უკვე ლოკალიზეულია.
მისივე თქმით, შემთხვევის ადგილი დასახლებული პუნქტიდან 7 კილომეტრითაა დაშორებული და საცხოვრებელ სახლებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობდა.
სახაძროს-სამაშველო სამსახურის უფროსი სპეციალისტის გიგა მაღლაკელიძის განცხადებით, მეხანძრეებმა ცეცხლის დროულად მოახერხეს და სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობაც იყო ჩართული.
"ხარაგაულის რაიონის სოფელ საქასრიას ტყეს გაუჩნდა ხანძარი, რომელიც გადავიდა ჭიათურის რაიონის ტყისკენ. გამოვიდა ჩვენი ჯგუფი, ასევე ხარაგაულის სახანძრო-სამაშველო სამსახური და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ხანძარი ჩავაქრეთ, მაგრამ სამუშაოებს ხელს უშლიდა ღამე, ქარი და ხილვადობის დაბალი დონე,"- განაცხადა გიგა მაღლაკელიძემ.
ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.