ოპოზიციონერი დეპუტატი რაულ ხაჯიმბა არ ეთანხმება იმ ჟურნალისტების მოსაზრებას, რომლებმაც დაწერეს, რომ მის გამოსვლას აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში, სადაც მან აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის ალექსანდრე ანქვაბის ინპიჩმენტის საკითხის დაყენება მოითხოვა, „პარლამენტართაგან არავითარი პასუხი არ მოჰყოლია".
„ასეთი მიზანი არც დამისახავს. ეს იყო საკითხის ჩემეული ხედვა. იმისათვის, რომ ჩვენ იმპიჩმენტის საკითხი დავაყენოთ ჯერ დრო გვაქვს",_ განაცხადა ხაჯიმბამ სოხუმში მოწყობილ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, ე.წ პრეზიდენტის გადაყენების კიდევ ერთი ფორმა არსებობს - რეფერენდუმი.
„არის კიდევ მეორე ფორმა - რეფერენდუმი და ეს პროცესი სავსებით რეალიზებადია. ყველაფერი რაც ჩვენ მიერ გაკეთდება კონსტიტუციის ფარგლებში და კანონის ფარგლებში იქნება. შედეგი კი ჩვენი ხალხისათვის იქნება სასარგებლო და ამაში ეჭვი არ მეპარება",_ განაცხადა ხაჯიმბამ.
მასალის გამოყენების პირობები