გვიან ღამით თელავი-წინანდლის დამაკავშირებელი ხიდი ჩაინგრა. სავალი ნაწილის ერთი ზოლი იმ დროს ჩაინგრა როცა გზაზე ,,მერსედერსის" მარკის ავტომანქანა გადაადგილდებოდა. თუმცა შემთხვევა უმსხვერპლოდ დასრულდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის, საგზაო დეპარტამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
შესაბამისი კომისია ინციდენტის გამომწვევ მიზეზების შესწავლას დილიდან დაიწყებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ხიდის აღდგენითი სამუშაოები დაახლოებით ერთ თვეში უნდა დასრულდეს.
ამ დროისთვის ხიდზე ტრანსპორტის გადაადგილება ცალმხრივადაა დაშვებული.