ოზრუგეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, რაიონის ტერიტორიაზე არსებულ ქარსაცავ ზოლებში უახლოეს დღეებში 1 009 ძირი ნაძვის ხე უნდა მოიჭრას.
ადგილობრივი თვითმმართველობის აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ სოფელ ნასაკირალში მცხოვრებთა პროტესტი გამოიწვია და მათ შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებს მცენარეების მოჭრის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყების უფლება არ მისცეს.
ქარსაცავი ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ მოსახლეობას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი კოტე შარაშენიძე შეხვდა და მათ ამ გადაწყვეტილების მიზეზი გააცნო.
შარაშენიძის განმარტებით, ქარსაცავ ზოლში განლაგებული ხეები მათი ხანდაზმულობის გამო დაცვით ფუნქციას ვერ ასრულებენ და ამიტომ ზოლში არსებული მცენარეები მოიჭრება და შედეგად მიღებული მასალა სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობასთან ერთად სოციალურად დაუცველებსაც გადაეცემათ.
დაბა ნასაკირალში მცხოვრები მოსახლეობა ცენტრალურ ხელისუფლებას მათი საცხოვრებლის მიმდებარე ქარსაცავში ხეების მოჭრის გადაწყვეტილებით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.