სტანისლავ ლაკობამ დღეს სოხუმში მოწყობილ პრესკონფერენციაზე თავისი გადადგომის მიზეზებზე და აფხაზ სეპარატისტთა ლიდერთან არსებულ უთანხმოებაზე ისაუბრა.
„პირველად როდი ვარ ასეთ მდგომარეობაში, თუმცა, როგორც წესი ადრე უხმაუროდ მივდიოდი და პრესკონფერენციებს არ ვმართავდი. ერთადერთხელ 2009 წლის აგვისტოში ზუსტად იმავე მიზეზით, რომ წავედი რა მიზეზითაც ახლა ინტერვიუ გაზეთ „ჩეგემსკაია პრავდას" მივეცი.
გახსოვთ 2009 წლის მოვლენები პარლამენტში. თუმცა ცოტამ თუ იცის თუ რა ხდებოდა მაშინ უშიშროების საბჭოში. მაშინაც წინააღმდეგი ვიყავი აღმოსავლეთ აფხაზეთის ცნობილი ეროვნების მოსახლეობისათვის პასპორტები მასობრივად დარიგებულიყო და ვთქვი, რომ ამ საკითხს დიფერენცირებული მიდგომა სჭირდებოდა.
ვინ არიან გალელები, რომლებსაც მართლაც სურთ აფხაზურ საზოგადოებაში ინტეგრირება? ეს რამდენიმე ათასი პენსიონერია, რომლებიც მაშინ აფხაზურ პენსიას იღებდნენ, ეს სრუდენტებია, რომლებიც აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობენ და ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც აფხაზურ არმიაში სავალდებული სამხდერო სამსახურს გადიოდნენ', _ განაცხადა ლაკობამ.
მისივე თქმით, გალის რაიონის ყველა მცხოვრები როდია ლოიალურად განწყობილი აფხაზეთის მიმართ. ლაკობამ აღნიშნა, რომ აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის მონაცემებით, აფხაზური პასპორტების მიღების მსურველთა შორის 129 ადამიანი იარაღით ხელში იბრძოდ აფხაზეთის წინააღმდეგ.
„მაშინაც 2009 წლის აგვისტოში ვამბობდი, რომ მასობრივი პასპორტიზაცია საჭირო არ იყო. და რომ ჩვენ საქართველოსთვის ორმაგი მოქალაქეობა არ გვაქვს და რომ ამით კანონი ირღვეოდა. ვთქვი მკაფიოდ და გარკვევით და წავედი.
„არსებობს საერთონაციონალური პრინციპები, რომელთა დასაცავად კლდესავით ვიდექით მაშინ და ვცდილობდით ეს პრაქტიკა არ განხორციელებულიყო. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს პროცესი შეჩერებულია ან ძალიან ნელა მიდის. და უეცრად 2012 წლის 5 ივლისის უშიშროების საბჭო, რომელზეც გაისმა პრეზიდენტის მოთხოვნა პასპორტების გაცემისა და რაიონული კომისიების შექმნის შესახებ", _ ამბობს ლაკობა.
ლაკობა მიიჩნევს, რომ გალის რაიონის მცხოვრებლებისათვის აფხაზეთის ე.წ. მოქალაქებოს მინიჭება უკანონობაა. მისი აზრით, ამ ადამიანის ცხოვრების ნებართვა უნდა მიეცეთ და არა პასპორტი.
მისივე რღმა რწმენით, უკანონოა ასევე შექმნილი კომისიები გალის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის რაიონების ადმინისტრაციებში.
„თქვენ ყველამ კარგად იცით,თუ სადამდე შეიძება მიგვიყვანოს, თუნდაც შს სამინისტროს მონაცემების მიხედვით გაცემული პასპორტების რაოდენობამ - 25 ათასი ამ რაიონებში. ამ ადამიანებმა უკვე მიიღეს აფხაზეთის მოქალაქეობა და პრაქტიკულად ყველა ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან",_ განაცხადა ლაკობამ და აღნიშნა, რომ აფხაზეთისათვის ასევე საფრთხის შემცველია ისიც, რომ საქართველოს მოქალაქეთა არც თუ მცირე ნაწილს აფხაზური ე.წ. საზღვარგარეთის პასპორტები აქვთ.
„უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ მიუხედაბად კრიზისისა ჩემსა და პრეზიდენტის ურთიერთობებში მე ვცდილობდი დამერეგულირებინა ეს საკიტხი და შემეჩერებინა პასპორტიზაციის პროცესი. მაგრამ ვერავითა აგებას ვერ მივაღწიე",_ განაცხადა სტანისლავ ლაკობამ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ საკითხით ბე.წ. პარლამენტი რომ არ დაკავებულიყო და ეს პროცესი არ შეჩერებულიყო „სიტუაცია კიდევ უფრო გართულდებოდა და საბოლოო ჯამში მივიდოდა ომის შედეგების გადახედვამდე და აფხაზეთის მცოცავ რეინტერგრაციამდე საქართველოს შემადგენლობაში.
ლაკობამ პრესკონფერენციუაზე ასევე ისაუბრა იმაზე თუ რატომ არ დაწერა თავად განცხადება გადადგომის შესახებ.
მისი თქმით, 23 ოქტომბერს მასთან ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მივიდა და გადადგომის შესახებ განცხადების დაწერა სთხოვა და მიზეზად ის დაასახელა, რომ „პრეზიდენტი მასთან ვერ მუშაობს".
„ეს მე ვერ ვმუშაობ მასთან და არა ის ჩემთან... და საერთოდ, მასთან არამგონია ვინმეს მუშაობა შეეძლოს", _ განაცხადა ლაკობამ და აღნიშნა, რომ მის გადაყენებაზე ხელის მოწერით ანქვაბმა თავის გადაყენებას მოაწერა ხელი.
ამავე დროს, სტანისლავ ლაკობამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მას ე.წ. საპრეზიდენტო ამბიციები არ გააჩნია.