ზუგდიდის იუსტიციის სახლის მშენებლობისთვის მთავრობამ 5 მლნ ლარი გამოყო. აღნიშნული თანხა ზუგდისის იუსტიციის სახლისთვის მთავრობამ 2013 წლის ბიუჯეტში, იუსტიციის სახლების მშენებლობისა და აღჭურვისთვის გათვალისწინებული თანხებიდან მიმართა.
საქართველოს მთავრობის №1496 განკარგულებაში აღნიშნულია, რომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროგრამის - „იუსტიციის სახლების ფარგლებში მომსახურებათა ეფექტიანი წარმოება და ყველა დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომობა" ფარგლებში, იუსტიციის სახლების მშენებლობისა და აღჭურვისთვის გამოყოფილი 21 400 000 ლარიდან 5 000 000 ლარი მიიმართოს ზუგდიდის იუსტიციის სახლის მშენებლობისა და აღჭურვის ფინანსური უზრუნვე¬ლ¬ყოფის მიზნით".