საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ცაგარეიშვილის განცხადებით, მიუზედავად იმისა, გადმოვა თუ არა დედაქალაქში ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, თბილისში მდებარე პარლამენტის ძველი შენობა სხვადასხვა ღონისძიებების ჩასატარებლად აუცილებელია.
ცაგარეიშვილის თქმით, გასული თვეების განმავლობაში თბილისში, პარლამენტის ძველ შენობაში უამრავი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა და კანონმდებლებს მსგავსი ტიპის შენობა დედაქალაქშიც ესაჭიროებათ.
"ჩვენ იცით, იქ ძალიან ბევრი ღონისძიება ჩავატარეთ უკვე. საპატივცემლო სტუმრები მიიღეთ და ღონისძიებები ჩავატარეთ. თბილისს სჭირდება პარლამენტის შენობა მიუხედავად იმისა, გადავა თუ არა იქ პარლამენტი სამუშაოდ. ჩვენ დავიწყებთ ამ საკითხის განხილვას და მინდა გითხრათ, რომ ამ საკითხის არავითარი ზურგს უკან განხილვა არ მოხდება და ვერ მოხდება,"- განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
დეპუტატები პარლამენტის ადგილსამყოფელის შეცვლის საკითხზე იმსჯელეენ და აღნიშნულთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.