აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი საქართველოს ჩატარებულ არჩევნებს პოზიტიურად აფასებს. როგორც ნორლანდმა ჟურნალისტებთან განმარტა საქართველომ დემოკრატიული განვითარების გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.
,,აშშ-ის საელჩო ულოცავს საქართველოს მოქალაქეებს მშვიდობიან საპრეზიდენტო არჩევნებს. ჩვენ ვიხილეთ საქართველოს ყველა მოქალაქისა და საქართველოს დემოკრატიისთვის ერთ-ერთი ისტორიული დღე და მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიის განვითარების გზაზე", _განაცხადა ნორლანდმა.
მისივე განმარტებით, აშშ-ის საელჩო ითანამშრომლებს საქართველოს ახალ პრეზიდენტთან, მთავრობასთან და პარლამენტთან.