საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დმანისისა და ბოლნისის სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
ქვეყნის პირველი ადგილზე პირი შეკრებილი მოსახლეობის წინაშე სიტყვით წარსდა და გასული წლების განმავლობაში მისი გუნდის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.
"ვერავინ ვეღარასდროს ვეღარ უნდა დააბრუნოს ბანდიტები ჩვენს ქუჩებში, ვერავინ ვეღარას დროს ვეღარ წაგვართვას ჩვენი მოპოვებული ქონება და ვერავინ ვერასოდეს დაგიძახოთ თათრები, როგორც იყო. იმიტომ, რომ ჩვენ შევქმენით ახალი საქართველო", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის დასახვედრად დმანისის და ბოლნისის სოფლებიდან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა.