დღეს, 24 ოქტომბერს, 15:00 საათზე, მცხეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, წეროვანში იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ ჩასახლებაში, დევნილებს ერთი წლის მუშაობის ანგარიშს წარუდგენს.
შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან დევნილთა დეპარტამენტის უფროსი მურად აბლოთია დაესწრება.