საქართველოს რუმინეთის ტრანსპორტის სამინისტროს დელეგაცია ეწვია. ვიზიტის ფარგლებში იგემება მოლაპარაკებები საქართველოსა და რუმინეთის ნავსადგურებს შორის საბორნე მიმოსვლის აღდგენის საკითხებზე. რუმინულ დელეგაციას ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე მარიან ბუიც ახელმძღვანელობს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარ5ების სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა მოინახულეს ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებს. ასევე გაიმართა ორმხრივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა რუმინეთის კონსტანცას ნავსადგურსა და ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებს შორის საბორნე მიმოსვლის აღდგენის საკითხზე. განხილულ იქნა დაინტერესებული კერძო კომპანიების წინადადებები აღნიშნული საბორნე ხაზების ოპერირების შესახებ.
გარდა ამისა, 24 ოქტომბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე და რუმინეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე მარიან ბუიცა ხელს მოაწერენ ურთიერთგაგების მემორანდუმს ,,რუმინეთის ტრანსპორტის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის საბორნე ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ".
რუმინული დელეგაციის ვიზიტი და ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება ხელს შეუწყობს ახლო მომავალში საბორნე მიმოსვლის აღდგენას ორი ქვეყნის ნავსადგურებს შორის, რაც, თავის მხრივ, საქართველოს ნავსადგურებში ტვირთბრუნვის ზრდის, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განვითარებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.
მასალის გამოყენების პირობები