ფოთში, ნაბადის უბანში არსებულ დევნილთა დასახლებაში მოსახლეობა სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობას აპროტესტებს.
მათი განმარტებით, საცხოვრებელი კორპუსები ავარიულ მდგომარეობაშია და ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობამ შესაძლოა მძიმე შედეგი გამოიწვიოს.
პროექტი ფოთის პორტის დაკვეთით მიმდინარეობს. როგორც ნავსადგურში განამარტავენ ის კანონის სრული დაცვით ხორციელდება.
მოსახლეობას ქალაქის მერი შეხვდა და მათ დიალოგისკენ მოუწოდა. ისინი კი პოზიციების დათმობას არ აპირებენ და საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.
მასალის გამოყენების პირობები