აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2014 წელს ახალშობილი ტყუპების ოჯახებს ერთჯერად მატერიალურ დახმარებას გაუწევს
მომავალ წელს პირველად აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო „ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარების ქვეპროგრამას" აამოქმედებს. პროგრამის მიზანს ტყუპების ოჯახების მატერიალური სტიმულირება წარმოადგენს.
პროგრამის ფარგლებში ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაიცემა შემდეგი ოდენობით: 2 ბავშვი - 2000 ლარი, 3 ბავშვი - 3000 ლარი, 4 ბავშვი - 4000 ლარი და ა.შ.
პროგრამის განსახორციელებლად სამინისტროს 2014 წლის ბიუჯეტში 250 000 ლარის გათვალისწინება იგეგმება