სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიას მთავრობის კანცელარიის უფროსი მაია ცქიტიშვილი უხელმძღვანელებს. როგორც საკანინმდებლო მაცნეში გამოქვეყნებული დადგენილებიდან ირკვევა, კომისიის შემადგენლობაში შედიან ასევე მინისტრის მოადგილეები და კომისია ვალდებულია 2013 წლის 31 დეკემბრამდე შეიმუშაოს შესაბამისი ნორმატიული აქტები, რომელიც უზ¬რუ¬ნ¬ველყოფს საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვის გზით სამსა¬ხუ¬რებრივი ავტომანქანების შეძენის პროცესის გამჭვირვალობასა და ეფექ¬ტია¬ნობას; კომისია ვალდებულია ასევე, ერთგვაროვანი სტანდარტის დადგენის მიზნით მოამზადოს მთავრობის დადგენილების პროექტი, რომლითაც განისაზ¬ღ¬ვრება საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფ უწყებებში სამსახურებრივი ავ¬ტო¬მანქანებით მოსარგებლე პირთა კატეგორია, კონკრეტული თანამდე¬ბო¬ბ¬რივი ნომენკლატურისათვის განსაზღვრული ავტომობილის ტიპი, ავ¬¬ტო¬მობილებით სარგებლობის წესები და ახალი ავტომობილის შეძენის წესი;
ამის შემდეგ კი კომისია მთავრობას წარუდგენს ინფორმაციას სამსახურებ¬რივი ავტომანქანების ავტოპარკის მდგომარეობისა და მისი განახლების მიზანშეწონილობის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას მთავრობის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ სამინისტროების, სახელმწიფო მინის¬ტრის აპარატების, მათ სისტემაში შე¬მა¬ვალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამარ¬თლის იურიდიული პირების, პარლამენტის, მთავრობის კანცელა¬რიისა და მთავრობის სახელმ¬წიფო კონტროლს დაქვემდე¬ბა¬რებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ სამსახურებ¬რივი ავტო¬მანქანებით სარგებლობის, ექსპლუატაციისა და შეძენის მარეგულირე¬ბე¬ლი ნორმატიული აქტების მომზადებისა და საბიუჯეტო სახსრების რა¬ციონალური ხარჯვის მიზნით სამთავრობო კომისია შეიქმნებოდა.
,,მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფო კომისიის შექმნის თაობაზე, რომელიც წლის ბოლომდე შეიმუშავებს სახელმწიფო ავტომანქანების შესახებ შესყიდვის წესს. განსაზღვრული იქნება მანქანების ღირებულება და ფასი თანამდებობების მიხედვით, რა ტიპის, რა კლასის ავტომობილები შეიძლება ჰყავდეს ამა თუ იმ თანამდებობის პირს", - განაცხადა სახელმწიფო კანცელარიის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე ავტომანქანების საწვავის ხარჯი ვერ გადაიხედება, თუმცა კომისიის მიზანი იქნება განსაზღვრის ისეთი ავტომანქანების კლასი, რომლებიც შედარებით ეკონომიური იქნება.