,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე დღეს ოზურგეთის მოსახლეობას შეხვდა და სიტყვით მიმართა.
დავით ბაქრაძემ ყურადღება მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ახალი პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია მთავრობის კონტროლი იქნება, რათა ყველა გაცემული დაპირება შესრულდეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატმა მზადყოფნა გამოთქვა ითანამშრომლოს ყველა სტრუქტურასთან ხალხის ინტერესების საკეთილდღეოდ და განაცხადა, რომ ის იქნება არამხოლოდ ერთი პარტიის, არამედ საქართველოს თითოეული მოქალაქის პრეზიდენტი.
მოგვიანებით დავით ბაქრაძე შემოქმედელი მიტროპოლიტი მეუფე იოსების რეზიდენციასაც ესტუმრა