18 ოქტომბერს, 11:00 საათზე აჭარის მთავრობის ორგანიზებით სასტუმროში "რადისონ ბლუ ბათუმში" დონორთა მესამე საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით, "აჭარა- თანამშრომლობა განვითარებისათვის", გაიმართება.
კონფერენციის მონაწილეები იმსჯელებენ აჭარის მთავრობის სტრატეგიულ მიმართულებებზე, რეგიონში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე და ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
კონფერენციაში მონაწილეობენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მომხსენებელთა შორის არიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე, აჭარის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დემურ დიასამიძე, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი ვახტანგ წულაძე, გაეროს გარემოსდაცვითი და ენერგეტიკის გუნდის ხელმძღვანელი ნინო ანთიძე, და სხვები.
მასალის გამოყენების პირობები