17-19 ოქტომბერს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პოლონეთში ქალაქ პოზნანში ტურისტულ გამოფენა-ბაზარში „ Poznan Tour Salon" -ში მონაწილეობს. გამოფენაზე აგრეთვე წარმოდგენილი არიან 12 ქართული ტურისტული კომპანია რომლებიც ადგილობრივ მყიდველს საქართველოს ცალკეულ ტურისტულ მიმართულებებსა და პროდუქტებს შესთავაზებენ.
პოლონეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წინა წელს ქალაქ ვარშავაში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონsწილეობა, ასევე 2012 წელს მასშტაბური მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიები განახორციელა. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2011 წლიდან 2012 წლამდე პოლონეთიდან ტურისტების 70% ზრდა დაფიქსირდა.
2013 წლის 9 თვის განმავლობაში შემოვიდა 29 644 პოლონელი მოგზაური, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 64% აღემატება.