2013 წლის 16 ოქტომბერს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დანიის წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლები სტუმრობდნენ. საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის წევრებს მინისტრის პირველმა მოადგილემ რომან ბოლქვაძემ უმასპინძლა.
შეხვედრაზე მხარეებმა წითელი ჯვრის მიერ აჭარაში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები განიხილეს. ამჟამად, ჰუმანიტარული ორგანიზაცის ხელშეწყობით აჭარის მუნიციპალიტეტებში „ხანდაზმულთა დღის ცენტრის" პროგრამა ხორციელდება, მასში 190 ბენეფიციარია ჩართული.
რომან ბოლქვაძემ და წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა სამომავლო თანამშრომლობაზეც ისაუბრეს. ორგანიზაციის წევრებმა მინისტრის მოადგილეს დახმარება სადღეღამისო ცენტრის გახსნაში სთხოვეს. რომან ბოლქვაძე მათ შესაბამის საჯარო დაწესებულებებთან შუამდგომლობას დაჰპირდა. პროგრამის განსახორციელებლად წითელი ჯვარი სპეციალურ პროექტს შეიმუშავებს.