საქართველოს უკრაინის ჩერკასკის ოლქის ბიზნეს დელეგაცია, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის სერგეი პერშინის ხელმძღვანელობით, ეწვევა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან უკრაინული ბიზნესის წარმომა დგენლები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ქართველ კოლეგებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარებით.
17 ოქტომბერს თბილისში 10:30 საათზე, უკრაინის საელჩოს შენობაში გაიმართება ჩერკასკის ოლქის ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალის პრეზენტაცია, აგრეთვე ქართულ-უკრაინული ბიზნეს-ფორუმი.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი სფეროები: მშენებლობა და ინფრასტრუქტურა, ელექტრომექანიკური დანადგარები, ავეჯის წარმოება, მეტროლოგია და სტანდარტიზაცია, ორგანული და მინერალური სასუქების წარმოება და რეალიზაცია.