Facebook-ის შემქმნელი მეზობლების უძრავ ქონებას ყიდულობს. გავრცელებული ინფორმაციით, მარკ ცუკემბერგმა ქალაქ პალო-ალტოში (კალიფორნიის შტატი) მეზობლებისაგან 4 სახლი უკვე შეიძინა. გარიგება ცუკემბერგს საერთო ჯამში 30 მლნ დოლარი დაუჯდა.
29 წლის მილიარდელმა მეზობლებისაგან სახლების გამოსყიდვა ჯერ კიდევ 2012 წლის დეკემბერში დაიწყო და მაშინვე 14 მლნ დოლარიანი შენაძენიც გააკეთა. თავად ცუკემბერგის სახლი, 2-ჯერ უფრო იაფი ღირს, ის 460 კვ/მ-ზეა გადაჭიმული, სადაც მილიარდელი საცხოვრებლად ჯერ კიდევ 2011 წელს გადავიდა.
რამდენიმე წლის უკან ანალოგიურად მოიქცა ლარი პეიჯიც. თუმცა Google-ის გენერალურ დირქეტორს ცხოვრება უფრო ფართო სივრცეში უნდოდა. ხოლო ცუკემბერგს საკუთარი ბიზნესგათვლა აქვს. ის ამ სახლებს იჯარით გასცემს და სოლიდური შემოსავლის მიღების იმედიც აქვს.
ცუკემბერგების წყვილის საკუთრებაა ასევე სახლი სან-ფრანცისკოს შტატში, რომელიც წყვილმა წელს 10 მლნ დოლარად შეიძინა.