უფასო რჩევას მივცემდი ხელისუფლებას, ეს სამარცხვინო ზაქარეიშვილი, უბრალოდ, გადამალონ, - ამის შესახებ თბილისის მერმა გიგი უგულავამ გაზეთ "პრემიერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ზაქარეიშვილის ყოველი გამოსვლა არა თუ მავნებლურია თავისი შინაარსით, არამედ ჩვეულებრივი მოქალაქისთვის არის შეურაცხმყოფელი.
"ყველა მისი ფრაზა მიმართულია იმისკენ, რომ მოქალაქის ღირსება შეურაცხყოს. ამიტომ _ გადამალონ! გასაგებია, რომ დღეს ხელისუფლებას ამ საკითხზე პოზიცია არ აქვს. ამაზე პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა. ანუ _ გვაცალეთ ჯერ არ გვაქვს პოზიცია, არ გვაქვს ჩამოყალიბებული, უარს ყოველთვის ვიტყვით და გვაცადეთ, გვაცადეთ... ეს არის ის, რაც ხელისუფლებისგან გავიგეთ. მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ სოჭის ოლიმპიადაზე ქართული დელეგაცია არ იქნება. იმიტომ რომ საზოგადოების ნების წინააღმდეგ არც სპორტსმენი წავა და საბოლოო ჯამში, ვერც ხელისუფლება. პრაგმატულადაც სწორი იქნება, რომ არ წავიდეს, ემოციურადაც სწორი იქნება ჩვენი დელეგაცია და არანაირ სანქციაზე საქართველოს წინააღმდეგ საუბარი არ იქნება. ამას ყველა სწორად და ადეკვატურად გაიგებს, მით უმეტეს, თუ ხელისუფლება სწორად და ადეკვატურად მიაწვდის", - აცხადებს უგულავა და აღნიშნავს, რომ ეს არის დროის გაწელვა.
"მე არ მინდა, რომ პერსონალურ შეფასებებში წავიდე _ პოლიტიკურ შეფასებებში წავიდე პოლიტიკური შეფასებით, მაგრამ ამ კაცს (ივანიშვილს) არ უნდა, პერსონალურ დაპირისპირებაში შევიდეს პუტინთან. ამიტომაც ადრე ვიცოდით, რომ მიდიოდა უფრო შემდეგ, მოვიდა რა ხელისუფლებაში მან გააცნობიერა ერთი რამ _ თუ საქართველოს ხელისუფლება გამოხატავს ქართველი ერის ნებას, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანამ ევროპისკენ უნდა იაროს, მომდევნო 10 წლის განმავლობაში მას მოუწევს დაპირისპირება რუსეთთან", - აცხადებს გაზეთ "პრემიერთან" საუბარში უგულავა.