რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში საოკუპაციო ხაზთან არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით დროებითი სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება.
სხდომაზე საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის სარწყავი წყლით, შეშითა და გაზით მომარაგებს შესახებ იმსჯელებენ.
დღესვე უნდა გადაწყდეს კონკრეტულად რა რაოდენობის თანხა გამოიყოფა აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად.
სამთავრობო კომისიის დღევანდელ სხდომას სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ფინანსთა და რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან.
,,პირველი სხდომის შემდეგ დღემდე საკმაოდ დიდი სამუშაო ჩატარდა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის დასახმარებლად. მაქსიმალურად მობილიზებულია ყველა შესაძლებლობა, რომ წლის ბოლომდე და რაც წლის ბოლომდე ვერ ხერხდება წლის დასაწყისიდან ბიუჯეტში იყოს გათვალისწინებული და ამ ხალხს დავეხმაროთ", _განაცახადა ჟურნალისტებთან რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა.