ბათუმის მერიამ ,,სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოსთვის" ახალი სპეცტექნიკა შეიძინა. მერიაში განმარტავენ, რომ ფორდის მარკის ავტომატიზირებულ ავტომობილს ერთდროულად ორი ფუნქციის შესრულება - ქუჩების თოვლის საფარისგან გასუფთავება და ტექნიკური მარილის მოყრა შუძლია, რაც ზამთარში ტრანსპორტისა და ქვეითთა გადაადგილებას გაცილებით უსაფრთხოს გახდის.
აღსანიშნავია, რომ ავტომობილის მომწოდებელია ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ჯითი გრუპი", რომელიც საქართველოში ფორდის ოფიციალური წარმომადგენელია. ქალაქის ბიუჯეტიდან სპეცტექნიკის შესაძენად 193 ათასი ლარი დაიხარჯა.
მასალის გამოყენების პირობები