„ჩემი ოჯახის კლინიკამ" მორიგი საქველმოქმედო აქცია გამართა. თელავის რეფერალური საავადმყოფოს ექიმები სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში არსებულ სათნოების სახლს „უზრუნველი სიბერე" ესტუმრნენ.
აქციის ფარგლებში, ექიმებმა მოხუცებულებს უფასო სამედიცინო გასინჯვები ჩაუტარეს და საჩუქრად სხვადასხვა სახის საჭირო მედიკამენტები გადასცეს.
„ჩემი ოჯახის კლინიკის" პრესსამსახურის უფროსის თეონა ლალიაშვილის განცხადებით, „ჩემი ოჯახის კლინიკა" მუდმივად ატარებს საქველმოქმედო აქციებს და მომავალშიც გააგრძელებს.
„როგორც მოგეხსენებათ, „ჩემი ოჯახის კლინიკა" მუდმივად ატარებს უფასო გამოკვლევებს ხანდაზმულებისთვის, ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის, დევნილებისთვის. ხშირად დავდივართ მათთან მოსანახულებლად და ვასაჩუქრებთ სხვადასხვა სახის ნივთებით თუ მედიკამენტებით.
ამჯერად „ჩემი ოჯახის კლინიკამ" საქველმოქმედო აქცია სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში მდებარე სათნოების სახლ „უზრუნველ სიბერეში" მყოფი მოხუცებისთვის გამართა. აქციის ფარგლებში მათ ჩაუტარდებათ გამოკვლევები და გადაეცემათ საჭირო მედიკამენტები.
მომავალში გეგმაში გვაქვს უამრავი საინტერესო პროექტი. ჩემი ოჯახის კლინიკა ზრუნავს როგორც მოზარდების, ასევე უფროსი თაობის მოქალაქეების ჯანმრთელობაზე", - განაცხადა თეო ლალიაშვილმა.