ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის მიმდინარეობისას, მსოფლიო ბანკსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდში გამართული შეხვედრების პარალელურად, ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გამართა საინვესტიციო ბანკების წარმომადგენლებთან, მათ შორის, Bank of America Merrill Lynch-ის, ევროსაბჭოს განვითარების ბანკის, ასევე კომპანიების - JP მორგანისა და ლაზარდის წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე განიხილეს საქართველოს საინვესტიციო გარემო და ქვეყანაში ინვესტიციების გაზრდის შესაძლებლობები.
„საქართველოს დელეაციასთან საინტერესო შეხვედრა გქვონდა. ჩვენ საქართველოსთან კარგი პარტნიორობა გვაკავშირებს, თუმცა შესაძლებელია ამ ურთიერთობის კიდევ უფრო გაუმჯობესება. ევროსაბჭოს განვითარების ბანკი საქართველოს ინტერესებს ემსახურება, ამიტომ ახალ მთავრობასთან ერთად ვიხილავთ პროექტებს, რომლებშიც ქვეყანას ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება",- განაცხადა ევროსაბჭოს განვითარების ბანკის მმართველმა, რალფ ვენცელმა საქართველოს ფინანსთა მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
მასალის გამოყენების პირობები