ხმაური იყო ბათუმში ე.წ.ბენზეს დასახლებაში. ერთმანეთს ეკომიგრანტები და ბარაკებში მცხოვრები მოსახლეობა დაუპირისპირდა.
სოციალურად დაუცველი პირები და ეკომიგრანტები ე.წ. ბენზეს დასახლებაში ახლად აშენებულ ორ საცხოვრებელ კორპუსში თვითნებურად შეიჭრნენ და ფართების დაკავება სცადეს.
მომხდარმა ბარაკებში მცხოვრებლების პროტესტი გამოიწვია, რადგან მათი თქმით, აღნიშნულ კორპუსებში ისინი უნდა შესახლებულიყვნენ.
აჭარის ჯანდაცვის სამინიტროს წარმომადგენლები კი განმარტავენ, რომ საცხოვრებელი ქობულეთსა და ხელვაჩაურში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის აშენდა.
ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, დაცვის პოლიციისა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები.
,,მათ ფართები თვითნებურად დაიკავეს, რაც კანონის დარღვევაა. ეს ფართი გათვალისწინებულია ქობულეთსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ეკომიგრანტებისთვის", _განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ რამაზ ჭინჭარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები