აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის 2013 წლის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, ,,დაავადებათა პრევენცია და პროფილაქტიკა", აჭარის საჯარო სკოლებში დაიწყო საინფორმაციო/საგანმანათლებლო შეხვედრები.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის 2012 წლის მიზნობრივი პროგრამის - ,,ავადობის აქტიური გამოვლენა სამიზნე ჯგუფში (ჯანსაღი სკოლა)" ფარგლებში გასულ წელს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა აჭარის სკოლების I-VIII კლასის მოსწავლეებს, შედეგების ანალიზისას გამოვლინდა, რომ მოსწავლეთა უმრავლესობას აღენიშნება სქოლიოზი და თვალის დაავადებები.
პროგრამის შედეგების შესაბამისად მომზადდა რეკომენდაციები, რომლებიც გათვალისწინებულ იქნა განათლების სამინისტროს მიერ: კერძოდ სასწავლო ინვენტარის შეძენისას (მერხი და მაგიდა) გათვალისწინებული იქნება მოსწავლეთა ასაკობრივი მონაცემები.
მხედევლობისა და სქოლიოზის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა მომაზადეს პრეზენტაციები V, VI, VII კლასის მოსწავლეებისთვის და განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით საჯარო სკოლებში დაიწყეს საგანმანათლებლო შეხვედრები - ,,ჯანმრთელობის გაკვეთილები"
ჯანმრთელობის გაკვეთილები ტარდებოდა ბათუმის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში. დღემდე განხორციელებულია 97 ვიზიტი, 145 შეხვედრა, ჯანმრთელობის გაკვეთილები მოისმინა 4039 მოსწავლემ. საინფორმაციო/საგანმანათლებლო შეხვედრები გაგრძელდება სასწავლო წლის ბოლომდე.
მასალის გამოყენების პირობები