2013 წლის 4 ოქტომბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე ა(ა)იპ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებისათვის" თავჯდომარეს თამაზ მჟავანაძეს და ამავე ორგანიზაციის გამგეობის წევრებს შეხვდა.
ლევან გორგილაძემ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელებს სამინისტროს 2013-2014 წწ ის მიზნობრივი პროგრამები გააცნო, რომელიც განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება. მომავალ წელს ამ მიმართულებით სამინისტრო მოქმედი პროგრამების ბიუჯეტის ზრდას და ახალი პროგრამების ამოქმედებას გეგმავს.