3 ოქტომბერს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „ბაინდირ ჰოსპიტალის" მთავარი მენეჯერი ერდემ ინანი და საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილების უფროსი ელენა ულუსოი სტუმრობდნენ. სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ნუგზარ სურმანიძესთან.
შეხვედრაზე მხარეებმა „ბაინდირ ჰოსპიტალის" ბაზაზე აჭარაში დასაქმებული მედდების გადამზადების საკითხი განიხილეს. მინისტრმა კლინიკის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა სამინისტროს საქმიანობის და რეგიონში არსებული სამედიცინო დაწესებულებების შესახებ.
თანამშრომლობის და ერთობლივი გაცვლითი პროგრამების განხორციელების მიზნით, კლინიკის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს ჯანმრთელობის ცენტრ „მედინა"-ს, „ქ. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო"-ს და „რეფერალური საავადმყოფო"-ს ხელმძღვანელებთან.
„ბაინდირ ჰოსპიტალი" თურქეთის დედაქალაქში მდებარეობს.