ქუთაისში, 13 ოქტომბერს პრემიერ მინისტრის და პრეზიდენტობის კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი იგეგმება. ამის შესახებ მარგველაშვილის, ქუთაისის შტაბის ხელმძღვანელმა ზაზა მარუაშვილმა, არასამთავრობოებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ის დღეს ქუთაისში მოქმედი, არასამთავრობო ორგანიზაციების, წარმომადგენლებს შეხვდა და წინასაარჩევნო გარემოზე ესაუბრა.
„9 კაციანმა კომისიამ სპეციალური კონკურსის საშუალებით შეარჩია ზონის ხელმძღვანელები. 62 კანდიდატიდან 22 შეირჩა. რაც შეეხება აგიტატორებს და უბნის წარმომადგენლებს, ისინი თვითონ ამ ზონის წარმომადგენლებმა შეარჩიეს".-განაცხადა ზაზა მარუაშვილმა. მისივე ინფორმაციით, ქუთაისში 159 000 -მდე ამომრჩეველი ფიქსირდება. მარგველაშვილის შტაბის უფროსის განცხადებით, კოალიცია ,,ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ აგრესიულ კამპანიას არ აწარმოებს. ასევე უარს ამბობს ადმინისტრაციული რესურსი გამოყენებაზე. შეხვედრის ბოლოს მარუაშვილმა 13 ოქტომბერს გიორგი მარგველაშვილისა და პრემიერ-მინისტრის ქუთაისში ჩამოსვლა დააანონსა.