"27 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა წინა ხელისუფლებას წლისთავს გადაუხდის"- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ დღევანდელ სესიაზე განაცხადა. ქანთარიას თქმით, დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქართველმა ხალხმა იგრძნოს, ვინ არის ხელისუფლებაში და რა ხედვები აქვთ მათ ქვეყნის აღმშენებლობისათვის.
„რამდენიმე დღეში ქართველი ხალხი დაასამარებს იმ მახინჯ კოჰაბიტაციას, რაც ამ თვეების განმავლობაში იყო საქართველოში. ჩვენ ქართველი ხალხი გვთხოვს, რომ დასრულდეს კოჰაბიტაცია და დაიწყოს თქვენი გასამართლება,"- ამბობს ქანთარია,