ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ 2014 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები განმარტა.
ხადურის განმარტებით, 2014 წლის ბიუჯეტში პრიორიტეტული იქნება ჯანდაცვის, სოციალური, საპენსიო მომსახურება, ასევე გაიზარდა განათლებისა და სოფლის მეურნეობის დაფინანსება.
,, 2014 წლის ბიუჯეტი უკვე პარლამენტშია და საკანონმდებლო ორგანოს განსახილველად უკვე გადაეცა. ჩვენ პარლამენტარებთან ერთად ამ საკითხზე აქტიურად დავიწყებთ მუშაობას. თავისთავად ის სოციალური ვალდებულებები რაც ჩვენ წინაასარჩევნოდ ავიღებთ სრულად არის გათვალისწინებული ბიუჯეტში. გაზრდილია მოსახლეობის ჯანდაცვის, სოციალური, საპენსიო მომსახურება, ასევე გაზრდილი განათლების და სოფლის მეურნეობის უზრუნველყოფა. ეს არის ის მთავარი პრიორიტეტები რაზეც დაფინანსება გაიზარდა", _განაცხადა ხადურმა.