1-ელ ოქტომბერს, ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე და „ჩემი ოჯახის კლინიკის" წარმომადგენლები ბათუმის მოხუცებულთა სახლს ეწვევიან და თავშესაფარის ბინადრებს მოინახულებენ.
სამინისტროსა და „ჩემი ოჯახის კლინიკის" ერთობლივი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ხანდაზმულებს უფასო გამოკვლევები 2 თვის წინ ჩაუტარდათ.
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღედ 1990 წელს ხანდაზმულთა პრობლემებისადმი მიძღვნილმა გაეროს მსოფლიო ასამბლეამ გამოაცხადა