... გაგრის მსუბუქი დაბომბვა "ალაზნის" ტიპის ჭურვებით ჯერ კიდევ 30 სექტემბერს რუსების გემიდან ზღვიდან დაიწყო... აფხაზეთის მილიცის ყოფილმა თანამშრომელმა ყოფილ სამსახურში დარეკა და ქართველებს შეატყობინა: ორ -სამ დღეში გაგრაში ვიქნებითო...
სეპარატისტთა გეგმა ასეთი იყო: ისინი გაგრის აღების შემდეგ უნდა გადასულიყვნენ მდინარე ფსოუმდე, სოფელ ლესელიძის ბოლოს, რუსეთის საზღვრამდე.
გაგრის აღებას აფხაზი სეპარატისტებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. ზამთრის დადგომასთან ერთად იკეტებოდა მთებზე გადასასვლელი ბილიკები. თუ რუსეთთან ბლოკირებულ საზღვარს არ გახსნიდნენ, აფხაზები ზამთარს ვერ გადაიტანდნენ.
1992 წლის 1 ოქტომბერს ბრძოლა გაგრის ასაღებად დილიდანვე დაიწყო. წითელი ჯვრის საგუშაგო, რომელსაც ლესელიძის ბატალიონი იცავდა, რამდენიმე წუთში აიღეს. უკან დაიხია „ავაზას" ქვედანაყოფმაც. მტრის მძიმე ტექნიკამ ის ადგილები გაიარა, რომელიც წინასწარ დანაღმული უნდა ყოფილიყო. მალე მოწინააღმდეგე უკვე კოლხიდას მიუახლოვდა.
აფხაზთა დამრტყმელ ძალას შამილ ბასაევის კონფედერადთა ბატალიონი და კაზაკები შეადგენდნენ. აფხაზებმა კოლხიდაში მდებარე შტაბი და უნივერმაღის შენობა დაიკავეს.
1 ოქტომბერს დაბა კოლხიდა დაიკარგა.
მეორე დღეს, 2 ოქტომბერს, 06:00 საათისთვის მოწინააღმდეგემ შეტევა გაგრაზე კვლავ განაახლა. იმ დროს როცა გაგრაში დაახლოებით 3000 შეიარაღებული ჯარისკაცი და რამდენიმე ერთეული ჯავშანტექნიკა იმყოფებოდა, ქალაქში შესასვლელ 4-კილომეტრიან მონაკვეთს სულ 109 კაცი იცავდა.
იერიში აბსოლუტურად ყველა მხრიდან მიმდინარეობდა. გაგრის სამხედრო მეთაური მარინაშვილი გაგრის უშიშროების უფროსის კაბინეტიდან დაუკავშირდა თბილისს და შეატყობინა საგანგაშო მდგომარეობის თაობაზე. მან მოწინაღმდეგის შეტევის მოსაგერიებლად ვერტფრენი და ავიაცია მოითხოვა, თბილისიდან დაპირება გაისმა "როგორმე გამაგრდით" დახმარება იქნება. ამ დროისთვის გაგრაში მოწინაღმდეგის ძირითადი დამრტყმელი ძალა ქალაქის ცენტრში გამავალი ერთადერთი გზით შევიდა.
მოგვიანებით, გამოძიებამ დადგინა, რომ გაგრაში შესული მოწინაღმდეგის ცოცხალი ძალა დაყოფილი იყო ჯგუფებად, რომელსაც რუსი სამხედროები მეთაურობდნენ, აფხაზი სეპარატისტები გაგრაში შევიდნენ, მიუხედავად თხოვნა დაპირებისა, დამხმარე თუ მაშველი ძალა არც თბილისიდან არც სოხუმიდან ჩანდა.
ქალაქში ბრძოლა გაჩაღდა. იმის გამო რომ ქართველი სამხედრო შენართები ერთმანეთისაგან მოწყვეტილი აღმოჩდნენ, ვერ მოხერხდა მათი ძალების და ტექნიკის კონცეტრირება, პოზიციების დაკავება, გარდა ამისა არ იყო საკმარისი ტყვია-წამალიც, ტექნიკის ნაწილი უკვე აღებული კოლხიდის სამხედრო შტაბში დარჩა, ნაწილი უვარგისი აღმოჩნდა.
2 ოქტომბერს გაგრაში შემოსულმა მოწინაღმდეგემ 13:00 სათისთვის გაგრის ცენტრს მიაღწია, გაგრის "მხედრიონმა" შეიარაღებული დაჯგუფებების ნაწილმა და გაგრის პოლიციის თანამშრომლებმა შეძლეს მცირე ხნით მტრის შეჩერება რამაც, ქალაქში დარჩენილ ქართველ მოსახლეობას საშუალება მისცა მოესწროთ სახლების დატოვება.
2 ოქტომბერს მაშინ, როდესაც ფაქტიურად გაგრის აღებას აღარაფერი აკლდა, თბილისიდან ახალი ბრძანება მოვიდა, დატოვეთ ქალაქი გამაგრდით გასასვლელთან, ამ დროსთვის გაგრა თითქმის დაცლილი იყო.
მიტოვებულ ქალაქში ბრძოლით უკან დაბრუნებულმა გაგრის "მხედრიონმა" 20 კაციანმა დაჯგუფებამ მოახერხა და ერთადერთი "ბმპ"-თი შევიდა გაგრის ქალაქკომის შენობაში, ისინი იქ გამაგრებას და დამხმარე ძალის მოსვლამდე ქალაქის შენარჩუნებას აპირებდნენ. მაგრამ, სამწუხაროდ "მხედრიონის" რამოდენიმე წევრი ბრძოლისას დაიღუპა ერთადერთი "ბმპ" აფეთქდა და ცოცხლად დარჩენილებმა ძლივს მოასწრეს თავი მთებისთვის შეფარებინათ.
2 ოქტომბერს 17:00 სათისთვის მტერმა გაგრა აიღო.... ქალაქის დაცემას იქ დარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდი მოჰყვა.
5 ოქტომბერს მტერმა განთიადი-ლესელიძეს მონაკვეთი აიღო და რუსეთის საზღვარზე აფხაზური დროშა ააფრიალეს. მტრის ხელში აღმოჩნდა გაგრის დაჯგუფების მთელი არსენალი. ქალაქის აღების შემდეგ, სეპარატისტები ქართულ მოსახლეობას სასტიკად გაუსწორდნენ...
გაგრის დაცემის შემდეგ სოხუმი პანიკამ მოიცვა. როდესაც ცნობილი გახდა გაგრაში აფხაზების მიერ ქართველი მოსახლეობის ჟლეტის შესახებ, სოხუმში დარჩენილ აფხაზებს შურისძიებისა შეეშინდათ და ქალაქს სწრაფად ტოვებდნენ. ვიღაცამ ვიდეოკასეტა ჩამოიტანა, რომელშიც გაგრის აღებისა და ქართველების დახოცვის კადრები იყო - ის თავად აფხაზებს და რუსებს გადაუღიათ.
აფხაზებმა მოლაპარაკებაზე უარი თქვეს. საამისო მიზეზიც ჰქონდათ. ქართველთა ნაწამები და დასახიჩრებული ცხედრები გაგრაში ქართველთა გენოციდის უტყუარი მტკიცებულება იქნებოდა.
გამოძიების მოკვლეული მასალებით, გაგრაში ორ-სამ დღეში 700-მდე ქართველი დახვრიტეს
მკვლელობები უსასტიკესი საშუალებებით- წამებით, სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღით, დანით, ნაჯახით, რკინის საგნებით ხდებოდა.
მასიური სახე ჰქონდა ქართველთა გვამების დასახიჩრებას, თავისა და სხეულის სხვადასხვა ნაწილების მოჭრას-დაზიანებას, გაგრას დაპატრონებული სეპარატისტები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ქართველთა ხოცვა-ჟლეტვაში, გვამთა შეურაცხობაში. იყო შემთხვევები როცა ცოცხალ ქართველებს მანქანის სახურავებს აკრავდნენ და შემდეგ ცოცხლად წვავდნენ ან მარხავდნენ.