"სამწუხაროდ, დიპლომატებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პასუხი არ აღმოჩნდა საკმარისი, რათა სოხუმის დაცემა თავიდან აგვეცილებინა,"- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა დღეს გმირთა მოედანზე სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ჟურნალისტებთან აუბრისას განაცხადა.
ნორლანდის თქმით, "დღეს პერსონალურად მისთვის განსაკუთრებული დღეა, რადგან 20 წლის წინ იგი იყო საქართველოში როგორც ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის კონფერენციის წევრი და 1193 წლის აგვისტოში იმდროინდელმა პრეზიდენტმა შევარდნაძემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს სოხუმში ჩასვლა და იქ შექმნილი ვითარების ადგილზე გაცნბა სთხოვა".
" შევარდნაძემ გვთხოვა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს გვეღონა რამე, რადგან თავიდან აგვეცილებინა საქართველოსთის გარდაუვალი საფრთხე საოხუმის დაცემისა. მე, როგორც დიპლომატს, პერსონალური ინტერესი მაქვს დავინახო, რომ მოლაპარაკებებს მოაქვს შედეგი, რომელიც მოგვცემს საშუალებას წარსულში მომხდარი უბედურება აღმოვხვრათ. ვფიქრობ, რომ ურთიერთობების ნორმალიზების დაწყება ჰუმანიტარული ურთიერთობების ხელშეწყობითაცაა შესაძლებელი იმ მდგომარეობით, როდესაც საზოგადოებას არ ყოფენ ხელოვნურად, როდესაც ადამიანებს აქვთ ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალება, თავიანთი წინაპრების საფლავებზე გასვლის და მიწა-წყლის დამუშავება აქვთ. უდა დასრულდეს საზღვრების ხელოვნურად გაბმის პროცესი და იმედს ვიტოვებ, ჟენევაში მიმდინარე საშვიდობო მოლაპარაკებები რაიმე შედეგს მოგვიტანს, რათა მსოფლიოს ამ ნაწილშიც დავინახოთ პროგრესი,"- განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს სოხუმის დაცემიდან 20 წელი გავიდა.