ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაცესლავ ჩირიკბა გაეროს დელეგაციას შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცებს.
გაეროს დელეგაციაში შედიოდნენ: გაეროს სპეციალური წარმომადგენელი ანტი ტურუნენი, პოლიტიკური მრჩეველი ხაილო მამო და აბდუკახან ნუროვი. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ე.წ. მინისტრის ე.წ. მოადგილეები ოლეგ არშბა და ირაკლი ხინთბა.
შეხვედრაზე საუბარი გაეროს საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს შეეხო. „ასევე განიხილეს რიგი სხვა საკითხები" - იუწყებიან სეპარატისტები.
მასალის გამოყენების პირობები