ჩინეთის ორმა უმსხვილესმა ავიაკომპანიამ ფრანგულ Airbus-ს 43 ერთეული А320 ტიპის თვითმფრინავები დაუკვეთა.
Qingdao Airlines-მა ხელი მოაწერა კონტრაქტს 23 თვითმფრინავის შეძენაზე, საიდანაც 5 სტანდარტული А320-ი იქნება, ხოლო 18 ახალ ძრავიანი, A320neo ტიპის ხომალდი.
Zhejiang Loong Airlines-მა კი კონტრაქტი 20 Airbus-ის შეძენაზე გააფორმა, საიდანაც 11 თვითმფრინავი А320 ტიპის იქნება, ხოლო 9 ხომალდი კი A320neo ტიპის.
თუმცა ვიდრე პროექტის განხორციელება დაიწყება, ეს საკითხები ჩინეთის პარლამენტმა უნდა განიხილოს და შესაბამისი ვიზირებაც მისცეს. .