პაკისტანში მომხდარმა მიწისძვრამ 200 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაზარალებულია მრავალი ადამიანი და დანგრეულია მრავალი სახლი და შენობა.
მიწისძვრის სიმძლავრე 7,7 ბალი იყო და ის ირანის საზღვართან ახლოს მოხდა. ქვეყნის ხელისუფლებამ უკვე გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ უბედურების ზონაში სპეციალური ტექნიკა, მედიკამენტები და მაშველები გააგზავნა.