აფხაზი სეპარატისტები ე.წ. გამარჯვების დღის აღსანიშნავად საგანგებოდ ემზადებიან. აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა ე.წ გამარჯვების დღის 20-წლისთავის ღონისძიებებისადმი მიძღვნილი შემაჯამებელი თათბირი ჩაატარა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
გარდა ე.წ. საზეიმო აღლუმისა, და სხვა და სხვა ღონისძიებებისა რომლებშიც რუსული საოკუპაციო არმიის ნაწილები მიიღებენ მონაწილეობას, ამ დღეს სოხუმში სტუმარ დელეგაციებსაც ელიან.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, „გამარჯვების დღის აღსანიშნავად სოხუმში ელიან დელეგაციებს - რუსეთის ფედერაციიდან, ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებიდან, მხარეებიდან და ოლქებიდან, ასევე სამხრეთ ოსეთიდან, დნესტრისპირეთიდან და მთიანი ყარაბაღიდან".
მასალის გამოყენების პირობები