ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული მეწყერსაშიშროების გამო, მესტიის რაიონის სოფელ ლახამულადან მოსახლეობის ნაწილის ევაკუირება მოდა.
ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, მეწყერი უკვე დაიძრა და მისი მასშტაბიდან გამომდინარე, სოფლის მთლიანად დამეწყვრის საშიშროებაა.
რამდენიმედღიანმა ძლიერმა წვიმამ მნიშვნელოვნად დააზარალა უშგულის მოსახლეობაც. დაზიანებულია ერთ-ერთი ეკლესიის სახურავი და საცხოვრებელი სახლები. ასევე, უხვი ნალექის შედეგად, დატბორილია სახნავ-სათესი მიწები და ჩატეხილია სოფლების დამაკავშირებელი რამდენიმე ხიდი.
ამასთან, ვითარებას ისიც ართულებს, რომ უშგულში თოვლი მოვიდა. ადგილზე არსებულ მდგომარეობას დღეს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები გაეცნობიან.