აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ალექსნადრე ანქვაბი აცხადებს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებისა და სააკაშვილის პარტიის დამარცხების შემდეგ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში სიჩუმემ დაისადგურა.
განცხადება ამის შესახებ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა გააკეთა.
„ბევრად უფრო სიჩუმეა. ტერორიზმი გალის რაიონში ხომ სახელმწიფო იყო და ყველაფერი ეს სააკაშვილის ბრძანებით კეთდებოდა. ის თავად პირადად არაერთხელ ჩამოსულა საზღვართან და იქიდან გვემუქრებოდა.
ახალი ხელისუფლების მხრიდან კი მსგავს არაფერს ადგილი არ აქვს. თუმცა ჩვენ არ ვუკავშირებთ ჩვენს პოზიციას იმას თუ რა ხელისუფლება იქნება თბილისში. ჩვენ საერთო საზღვარი გვაქვს და განწირულნი ვართ გვერდიგვერდ ცხოვრებისათვის, ამიტომაც ვთავაზობთ, რომ კარგი მეზობლებივით ვიცხოვროთ", _ აცხადებს ანქვაბი და აღნიშნავს, რომ თუმცა ამასთან ერთად, კარგი იქნებოდა „საქართველო უკვე კარგა ხანია შერიგებოდა იმას, რომ აფხაზეთი არასოდეს დაბრუნდება მის შემადგენლობაში".