ქართველი, რომელიც სოხუმში დაიბადა, იმ შემთხვევაშიც კი თუ უარს იტყვის საქართველოს მოქალაქეობაზე თავის სახლში ვერ დაბრუნდება. განცხადება ამის შესახებ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა რუსულ მედიასთან საუბარში გააკეთა.
რუსი ჟურნალისტის კითხვაზე, უსამართლობა ხომ არ არის, რომ ომის შემდეგ ქართველებს მხოლოდ გალის რაიონში მიეცათ დაბრუნების უფლება და სოხუმში დაბადებული ქართველი, იმ შემთხვევაში თუ უარს იტყვის საქართველოს მოქალაქეობაზე შეძლებს თუ არა სახლში დაბრუნებას? ანქვაბმა უპასუხა:
„არა. აფხაზური საზოგადოება ამას არ მიიღებს. რა გადაწყყვეტილებაც არ უნდა იქნეს მიღებული საკანონმდებლო დონეზე ან აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე ეს ზალიან დაძაბავს სიტუაციას", _ განაცხადა ალექსანდრე ანქვაბმა.