რუსი ოკუპანტები სოფელ დვანში საზღვრის გამაგრების სამუშაოებს აგრძელებენ. მათ ბოძები უკვე დაამონტაჟეს და ამჟამად მავთულის ბადეს ჭიმავენ.
დღეს ბოლო დღეა, როდესაც დვანის ქართულ მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს მოსავალი აიღოს ბაღების იმ ნაწილიდან, რომელიც შემოღობვის შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩება. ადგილზე მოსახლეობასთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან.