დღს, 24 სექტემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია , რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები კონფლისქტისპირა სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდებიან.
შეხვედრა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია "გორის საინფორმაციო ცენტრის" მიერ არის ორგანიზებული და პროექტის - "უსაფრთხოება და ნდობა შიდა ქართლის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ თემებში" - ფარგლებში გაიმართება.
შეხვედრას გორის, ქარელისა და კასპის მუნიციპალიტეტების კონფლიქტისპირა სოფლებში მცხოვრები ადამიანები დაესწრებიან. შეხვედრაზე მთავრობის წარმომადგენლები მიიღებენ სრულყოფილ ინფორმაციას მოსახლეობის საჭიროებების შესახებ და, ასევე, შეხვედრის მონაწილეებს მიაწვდიან ინფორმაციას მათ სოფლებში დაგეგმილი კონკრეტული პროექტებისა და მათი მიმდინარეობის თაობაზე.