ოზურგეთის რაიონის სოფელ დვაბზუს სკოლაში ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება 7-ე კლასის მოსწავლემ განახორციელა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის სამსახურში შესული შეტყობინების გამო, სოფელ დვაბზუში არსებული ორი საჯარო სკოლიდან მოსწავლეების და მომსახურე პერსონალის სრულად ევაკუირება გახდა საჭირო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაადგინა შეტყობინების ავტორის ვინაობა. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.