„არა ხუდონჰესს" - ასეთია სოფელ ხაიშის მოსახლეობის აზრი. ადგილობრივები დღეს პროექტის საჯარო განხილვას ესწრებოდნენ. შეხვედრა ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა.
შეხვედრა ემოციური იყო. მოსახლეობა აცხადებს, რომ მშენებლობას არ დაუშვებს. ისინი მიწების დაბრუნებასაც ითხოვენ, რომლებიც მათი განცხადებით უკანონოდ ჩამოერთვათ.
ხაიშში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და სასულიერო პირები. ხაიშის მოსახლეობა კომპენსაციის მიღებაზე უარს აცხადებს.
ხიდონჰესთან დაკავშირებით, მეორე შეხვედრა თბილისში 19 სექტემბერს ჩატარდება.