ოსი სეპარატისტები ე.წ. „რესპუბლიკის დღის" აღნიშვნასთან დაკავშირებით დანარჩენ საქართველოსთან არსებულ ადმინისრაციულ საზღვარს დაკეტავენ. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, „საზეიმო ღონისძიებების უსაფრთხოების დაცვის მიზნით 19 სექტემბერს 20:00 საათიდან საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის პუნქტები - მოსაბრუნში, სინაგურსა და ქარძმანში დაიხურება".
მათივე ინფორმაციით, მიმოსვლა 21 სექტემბრიდან განახლდება მოსაბრუნში 06:00 საათიდან, სინაგურსა და ქარძმანში კი 08:00 საათიდან.