საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულ კომისიას დღეიდან ირინა მილორავა უხელმძღვანელებს. ირინა მილორავას სემეკის თავმჯდომარედ დანიშვნის ბრძანება საქართველოს მთავრობის საიტზე დღეს გამოქვეყნდა. პრემიერ-მინისტრის ბრზანების მიხედვით ირკვევა, რომ 16 სექტემბერს ირინა მილორავა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრად დანიშვნა, ხოლო 27 სექტემბერს კი კომისიის თავმჯდომარედ.
აღსანიშნავია, რომ ამ თანამდებობაზე ირინა მილორავამ გურამ ჩალაგაშვილი ჩაანაცვლა.
ირინა მილორავა დღემდე ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორს ხელმძღვანელობდა.
მილორავა დაიბადა საქართველოში 1975 წლის 13 აპრილს. განათლება უმაღლესი - სამართალმცოდნეობისა და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.
პროფესიული საქმიანობა დაიწყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც 1996 - 2000 წლებში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. მისი პროფესიული წინსვლა 2000 - 2002 წლებში საქართველოს იუსტიციისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროებში გაგრძელდა.
ირინა მილორავას მრავალმხრივი სამუშაო გამოცდილება კანონშემოქმედებით, ორგანიზაციულ და ადმინისტრაციულ სფეროში, დადებითად აისახა საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის საქმიანობაში, სადაც მუშაობა 2002 წელს დაიწყო გენერალური დირექტორის მრჩევლად, შემდეგ იურიდიული დეპარტამენტის უფროსად, 2004 წლიდან კი გენერალური დირექტორის მოადგილედ.
2006 წელს, ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ბაზაზე ახალი სუბიექტის, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) დაფუძნების შემდეგ, ირინა მილორავა ესკოს გენერალური დირექტორის მოადგილეა, 2009 წლიდან კი იყო ესკოს გენერალური დირექტორი.