დღეიდან ხუდონჰესზე საჯარო განხილვები იწყება. მასში ინვესტორები, ექსპერტები, მთავრობის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა იქნება ჩართული. მსჯელობის მთავარი მიზანი მოსახლეობაში არსებული პრობლემების მოგვარება და ადგილობრივებისათვის სასურველი პირობების შექმნაა. განხილვები რამდენიმე დღე გაგრძელდება. ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, გათვალისწინებული იქნება ყველა მხარის პოზიცია.
„იწყება საჯარო განხილვები და ვნახოთ, დაველოდოთ. ყველაზე დიდი პრობლემა ამ პროექტის განხორციელებაში არის ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემის მოგვარება და ჩვენ, მთავრობა ვიძლევით პირობას, რომ მაქსიმალურად, თითოეული იქ მაცხოვრებელი ადამიანის ინტერესი იქნება გათვალისწინებული", _ აცხადებს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი კახა კალაძე.