საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, დავით დარახველიძე წყალტუბოში, 17 სექტემბერს დევნილებს რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ბინებს გადასცემს.
წყალტუბოში ყოფილი სტატისტიკის შენობაში 17 და ყოფილი საავადმყოფოს შენობაში 49 დევნილი ოჯახისთვის USAID-ის დაფინანსებით სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. აღნიშნულ შენობებში 66 ბინაა, სადაც 200-მდე დევნილი განსახლდება. შენობის გახსნას ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და USAID-ის მისიის დირექტორი როი ფლაქნეტი დაესწრება.